- Target:
- The President of Georgia, The Chairman of the Parliament of Georgia
- Region:
- Georgia
- Website:
- www.ombudsman.ge
სახალხო დამცველის მოხსენებებში არაერთხელ აღინიშნა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან კვლავაც არ კეთდება ჯეროვანი რეაგირება ქვეყანაში განხორციელებულ შეუწყნარებლობის ფაქტებზე. კერძოდ, სახალხო დამცველის მიერ გამოვლენილ შემთხვევათა უმეტესობაში გამოძიება ერიდება რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივაციით ჩადენილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნორმის გამოყენებას და ამჯობინებს, საქმე ხულიგნობის მუხლით აღძრას.
ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ტიპის დანაშაულებზე სრულყოფილი და ადეკვატური გამოძიების ჩატარების ნების ნაკლებობა გახდა იმის ერთ–ერთი მიზეზი, რამაც მიგვიყვანა არსებულ მდგომარეობამდე. მიგვაჩნია, რომ მსგავს ტენდენციას უარყოფითი გალენა აქვს ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებასა და აგრეთვე, მის ევროინტეგრაციაზე.
ასევე, დაუშვებლად მიგვაჩნია საპატრიარქოს მითითებითა და ზეწოლით რაიმე სახის საკანონმდებლო ცვლილებების გატარება, ცენზურის დაწესება და გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი სახით შეზღუდვა.
კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოში სახელმწიფოსა და ეკლესიის საქმიანობისა და გავლენის სფეროები მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული, შესაბამისად, ვითხოვთ ადეკვატური პოლიტიკის გატარებას, რომელიც კანონის უზენაესობასა და კონსტიტუციით უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებების დაცვას დაეფუძნება.
საქართველოს პრეზიდენტს
ბ-ნ მიხეილ სააკაშვილს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბ-ნ დავით ბაქრაძეს
საქართველოს იუსტიციის მინისტრს
ბ-ნ ზურაბ ადეიშვილის
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს
ბ-ნ ივანე მერაბიშვილს
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარეს ბ-ნ გიორგი არსენიშვილს
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარეს ბ-ნ დავით დარჩიაშვილს
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერები შეშფოთებას გამოვხატავთ ბოლო დროს თბილისში სინდისისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ შეუწყნარებლობის ნიადაგზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ რადიკალური მართლმადიდებლური ორგანიზაციების მიერ პროტესტის ძალადობრივი ფორმით გამოხატვის მსხვერპლი ჟურნალისტებიც გახდნენ.
მიგვაჩნია, რომ დაპირისპირება აშკარად გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს და დაარღვია კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები და თავისუფლებები. კერძოდ, გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება და შეკრება–მანიფესტაციის თავისუფლება.
მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციამ აღკვეთა დამოუკიდებელ ტელევიზიაზე თავდასხმა, მაგრამ აგრეთვე, ვთვლით, რომ პოლიციამ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა (მმკ) და სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის (სმმ) წარმომადგენლების ძალადობრივ ქმედებებს დაგვიანებით უპასუხა.
გვსურს თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმ გარემოებაზე, რომ ტელეკომპანია ,,კავკასიის” ოფისში მომხდარ ინციდენტს წინ უძღოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან 2010 წლის 4 მაისს სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობისა და მარლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრების მხრიდან მშვიდობიანი შეკრების დარბევა და მისი ცალკეული მონაწილეებისათვის, ასევე საპროტესტო აქციის გასაშუქებლად მისული ჟურნალისტებისათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება.
ტელეკომპანია ,,კავკასიაში” მომხდარი ინციდენტისაგან განსხვავებით, 2010 წლის 4 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პოლიცია სათანადოდ არ ჩაერია. პოლიციამ ვერ უზრუნველყო მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების უსაფრთხოება, რომელთაც სმმ-სა და მმკ-ს ცალკეული აქტივისტები ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ელექტრონული მედიით გავრცელებული კადრებიდან ნათლად ჩანს, რომ პოლიციელთა რეაგირება გამოიხატებოდა მხოლოდ შეკრების მონაწილეთა და თავდამსხმელთა გაშველებაში, რაც არ წარმოადგენს საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად და დანაშაულის აღკვეთის შესაფერ საპოლიციო ჩარევას.
,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის ,,ძ” ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიცია ვალდებულია, უზრუნველყოს მშვიდობიანი მიტინგების, დემონსტრაციების და მოქალაქეთა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოება. ამ ეტაპზე მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ბრალის დადგენის მიზნით სრული, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების წარმოება. თუმცა, ამავე დროს, გვსურს ხაზგასმით მოვითხოვოთ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული ყველა პირის სრულად უზრუნველყოფა სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლო განხილვის უფლებით.
სახალხო დამცველის მოხსენებებში არაერთხელ აღინიშნა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან კვლავაც არ კეთდება ჯეროვანი რეაგირება ქვეყანაში განხორციელებულ შეუწყნარებლობის ფაქტებზე. კერძოდ, სახალხო დამცველის მიერ გამოვლენილ შემთხვევათა უმეტესობაში გამოძიება ერიდება რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივაციით ჩადენილი დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნორმის გამოყენებას და ამჯობინებს, საქმე ხულიგნობის მუხლით აღძრას.
ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ტიპის დანაშაულებზე სრულყოფილი და ადეკვატური გამოძიების ჩატარების ნების ნაკლებობა გახდა იმის ერთ–ერთი მიზეზი, რამაც მიგვიყვანა არსებულ მდგომარეობამდე. მიგვაჩნია, რომ მსგავს ტენდენციას უარყოფითი გალენა აქვს ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებასა და აგრეთვე, მის ევროინტეგრაციაზე.
ასევე, დაუშვებლად მიგვაჩნია საპატრიარქოს მითითებითა და ზეწოლით რაიმე სახის საკანონმდებლო ცვლილებების გატარება, ცენზურის დაწესება და გამოხატვის თავისუფლების ნებისმიერი სახით შეზღუდვა.
კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოში სახელმწიფოსა და ეკლესიის საქმიანობისა და გავლენის სფეროები მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული, შესაბამისად, ვითხოვთ ადეკვატური პოლიტიკის გატარებას, რომელიც კანონის უზენაესობასა და კონსტიტუციით უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებების დაცვას დაეფუძნება.
You can further help this campaign by sponsoring it
The სინდისისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ შეუწყნარებლობა petition to The President of Georgia, The Chairman of the Parliament of Georgia was written by Nino Lejava and is in the category Civil Rights at GoPetition.