- Target:
- The President of Georgia, The Chairman of the Parliament of Georgia
- Region:
- GLOBAL
ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა აშკარა გახადა რომ საქართველოში საქმე გვაქვს მართლმადიდებლების უფლებების მიზანმიმართულ დარღვევასთან, და ეს კანონდარღვევა ასოცირდება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სასწავლებელთან, ხელისუფლებასთან გაიგივებულ ორგანიზაციასთან როგორიცაა "თავისუფლების ინსიტუტი" და ომბუცმენის აპარატი.
საქმე ეხება მოსახლეობის 83,9%-ის რელიგიური მრწამსის შეურაცხმყოფას და ამ შეურაცხმყოფის დაცვას გამოხატვის თავისუფლების ნებსით თუ უნებლიედ დამახინჯებული განმარტებით,ვფიქრობთ რომ სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი ტიპის ფაქტებზე უნდა მოხდეს ადეკვატური რეაგირება, რეაგირება არა მხოლოდ შედეგზე არამედ პრევენცია იმისა რომ სახელმწიფოს ბიუჯეტით(მათ შორის იმ 83,9%-ის მიერ გადახდილი გადასახადებით) დაფინანსებული უნივერსიტეტი არ ახდენდეს მოსახლეობის უმრავლესობის რელიგიური გრძნობების შემლახავი მასალის გავრცელებას.
ასევე მივესალმებით პატრიარქის ბოლოდროინდელ ინიციატივას რომ ნებისმიერეი ადამიანის რელიგიური მრწამსის იქნეს დაცული მსგავსი შეურაცმხყოფისგან.
სიტყვის გამოხატვის თავისუფლება ხომ არ ნიშნავს სხვისი უფლებების შელახვას. ადამიანის უფლებებიც ხომ იქ მთვარდება სადაც სხვისი უფლებები იწყება.
ვითხოვთ ადეკვატური პოლიტიკის გატარებას, რომელიც კანონის უზენაესობასა და კონსტიტუციით უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებების დაცვას დაეფუძნება.
საქართველოს პრეზიდენტს
ბ-ნ მიხეილ სააკაშვილს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ბ-ნ დავით ბაქრაძეს
საქართველოს იუსტიციის მინისტრს
ბ-ნ ზურაბ ადეიშვილის
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს
ბ-ნ ივანე მერაბიშვილს
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარეს ბ-ნ გიორგი არსენიშვილს
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარეს ბ-ნ დავით დარჩიაშვილს
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ჩვენ ჩვემოთ ხელისმომწერნი გამოვხატავთ უდიდეს შეშფოთებას საქართველოში ბოლო დროინდელი ფაქტებისა სადაც ილახება ქრისტიანთა უფლებები, და ხდება მათი რელიგიური მრწამსის შეურაცხყოფა, ეს ფაქტები გასცდა გამოხატვის თავისუფლების საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს, და გადაიზარდა დამცირებასა და უფლებების დარღვევაში, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის რომ ამ ფაქტების უკან დგას სახელმწიფო ორგანოები და ომბუცმენის აპარატი, ამგვარი დამიკიდებულება ქმნის საშიშროებას სამოქალაქო დაპირისპირებისა, რაც დიდ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს, ამგვარი გამოხტომების წახალისება კი აუცილებლად გამოიწვევს დაპირისპირებას, რადგან საქმე ეხება მოსახლეობის უმრავლესობის რელიგიურ გრძნობებს. საქართველო მუდამ იყო და იქნება უამრავი განსხვავებული ნაციის და რელიგიური მრწამსის მქონე მოსახლეობის ერთობა, სადაც ყველას უფლებები იქნება დაცული და არ იქნება რომელიმე კონფესიის თუ ერის უფლებების შელახვის ადგილი. ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ტიპის დანაშაულებზე სრულყოფილი და ადეკვატური გამოძიების ჩატარების ნების ნაკლებობა გახდა იმის ერთ–ერთი მიზეზი, რამაც მიგვიყვანა არსებულ მდგომარეობამდე. მიგვაჩნია, რომ მსგავს ტენდენციას უარყოფითი გალენა აქვს ქართული სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარების გზაზე. ამიტომაც მოგიწოდებთ მიიღოთ პატრიარქის მიერ შემოთავაზებული ინიციატივა რათა მკაფიოდ იყოს დაცული ნებისმიერი კონფესია ამგვარი დამცირებისაგან.
You can further help this campaign by sponsoring it
The რელიგიური მრწამსის შელახვა petition to The President of Georgia, The Chairman of the Parliament of Georgia was written by nia and is in the category Religion at GoPetition.