#Religion
Target:
საქართველოს საპატრიარქოს
Region:
Georgia


თქვენო უწმინდესობავ მოგმართავთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ერთ-ერთი რიგითი შვილი მოგმართავთ სერიოზულად გულნატკენი და შეურაცხყოფილი, ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელებში და კონკრეტულად ფორუმ.გე-ზე ჩვენი ეკლესიის შვილის სამების მგალობელთა გუნდis რეგენტის სიმონ ჯანგულაშვილის შესახებ, და გამოვხატავ დიდი გულისტკივილს რომ მიუხედავად უამრავი თხოვნისა და შეგონებისა იგი კვლავ განაგრძობს აგრესიულ და შეურაცხმყოფელ კამპანიას სასულიერო პირების მისამართით, კერძოდ ბატონი სიმონ ჯანგულაშვილი მეუფე მელქისედეკზე და აბრაამზე დაყრდნობით, ასევე პირადი ინფორმაციის საფუძველზე ამტკიცებს რომ ის სასულიერო პირები რომლებიც არიან მართლმადიდებელ მშობლეთა კავშირის და მართლმადიდბელ მრევლის კავშირის წევრები და მათან გაიგივებულნი, ფინანსდებიან რუსეთიდან როგორც ექსტრემისტული ძალა, ბატონი სიმონი მათ უწოდებს "ფანატიკოსებს" "მატყუარებს" "მწვალებლებს" შეურაცხყოფს მათ უამრავი ეპითეტით, ასევე მათ მრევლს აყენებს შეურაცხყოფას და განკვეთით ემუქრება, ასევე იგი ამბობს რომ თითქოს თქვენ ამ ხალხს მზაკვართ და დაცემულებს უწოდებთ, ხშირად საუბრობს იმ საკითხებზე რაზეც ხდება საუბრები საკურთხეველში და ავრცელებს პირად საუბრებს თქვენსა და სასულიერო პირებს შორის.


თქვენო უწმინდესობავ მე გახლავართ იმ მრევლის ნაწილი რომელიც გალობს ქართულ გალობას, თუმცა სერიოზულად შეურაცხყოფილი ვრძნობ თავს სიმონ ჯანგულაშვილის ამგვარი ქმედების გამო და ვთვლი რომ ამგვარი დაყოფა მრევლის "ქართულად და ბიზანტიურად" მგალობლებად არაა სასარგებლო ეკლესიისთვის.

მე გავკადნიერდები და გთხოვთ რომ ეს კონკრეტული საკითხი რუსეთიდან დაფინანსების ბრალდებით იქნეს ამოწურული და გაირკვეს ერთხელ და სამუდამოდ, თუ ეს ყოველივე სიმართლეა მოხდეს რეაგირება ხოლო თუ სიცრუე ასევე შესაბამისმა ხალხმა აგონ პასუხი როგორც ამას საეკლესიო სამართალი გვასწავლის მეორე მსოფლიო კრების მე-6 კანონი ასევე კართაგენის კრება, რადგან დღეს ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლებამ დაამკვიდრა ბრძოლის ეს ბინძური მეთოდი ნათელია რომ მავანი ცდილობს ამ მეთოდის ეკლესიაში დანერგვას, რაც დაუშვებელია ეკლესიის წიაღში იქნეს გამოყენებული, მე როგორც ერთი წევრი თქვენი სამწყსოსი უმორჩილესად გთხოვთ მოგვარდეს ეს საკითხი და ამოწურულ იქნას რადგან თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები..

GoPetition respects your privacy.

The მიმართვა პატრიარქს petition to საქართველოს საპატრიარქოს was written by Giorgi and is in the category Religion at GoPetition.