#Justice
Target:
facebook.com
Region:
Georgia
Website:
www.facebook.com

მოგეხსენებათ, რომ სოციალური ქსელი ფეისბუქი ერთ–ერთ ყველაზე დაცულ საიტად ითვლება. მისი შემქმნელები გვერდის უპირატესობაზე საუბრისას ხაზს მუდმივად მის უსაფრთხოებასა და დაცულობას უსვამენ. ორი კვირის წინ საქართველოში დაფიქსირდა პრეცედენტი, რომელიც ფეისბუქის დაცულობას ეჭვქვეშ აყენებს, კერძოდ, მისი ერთ–ერთი მომხმარებლის, თამარ კაკაბაძის გვერდზე შეაღწია სხვა პირმა, რომელმაც შეცვალა პაროლი და თამარ კაკაბაძის სახელით, მასთან შეთანხმების გარეშე სარგებლობდა მისი გვერდით. აღსანიშნავია, რომ მან ჩაიდინა არა მარტო კიბერდანაშაული, არამედ მოახდინა თამარ კაკაბაძის პირად ცხოვრებაში ჩარევა, კერძოდ, წაიკითხა მისი პირადი მიმოწერა, ემუქრებოდა სხვა მომხმარებლებს მისი გამოქვეყნებით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა სხვა მომხმარებლებს და თავად თამარ კაკაბაძეს. თუ ვიმსჯელებთ კიბერდამნაშავის საქციელით (ის პირველ რიგში დაუპირისპირდა ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს), წერდა სტატუსებს, რომლებიც დაკავშირებული იყო თამარ კაკაბაძის საჯარო საქმიანობასთან, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქმე გვაქვს თამარ კაკაბაძის საქმიანობასთან დაკავშირებულ შურისძიებასთან.

თამარ კაკაბაძემ მიმართა საკუთარ ადვოკატსა და კერძო დეტექტივს, რათა მიეღო შეძლებისდაგვარად სრული ინფორმაცია მომხდარის შესახებ. დადგინდა, რომ მომხმარებელი გვერდით სარგებლობდა ევროპიდან, ხოლო მას შემდეგ, რაც თამარ კაკაბაძემ განაცხადა, რომ აპირებდა მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისთვის, კიბერდამნაშავემ მოახდინა გვერდის დეაქტივირება და მას შემდეგ აღარ უსარგებლია ფეისბუქის გვერდით.

სანამ თამარ კაკაბაძე მიიღებდა ზემოაღნიშნულ ინფორმაციას, ფეისბუკზე შექმნა ახალი ანონიმური ანგარიში, natasha von braun, რათა ეცნობებინა თავისი ფეისბუქის მეგობრებისთვის, რომ ძველი ანგარიშით სხვა სარგებლობდა. სულ რამდენიმე დღეში კიბერდამნაშავემ მოახერხა მისი ახალი ანგარიშით სარგებლობა, შეცვალა პაროლი და ახალი ანგარიში მიუწვდომელი გახდა თამარ კაკაბაძისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ანონიმური ანგარიში უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით იყო შექმნილი და ანგარიში გატყდა არა იმეილის საშუალებით, არამედ თავად ფეისბუქზე. თამარ კაკაბაძის მიერ დაქირავებულმა კერძო დეტექტივმა მიმართა პროგრამისტს, რომელიც დაახლოებით 4 დღის განმავლობაში ცდილობდა აღედგინა თამარ კაკაბაძის ფეისბუქის ანგარიში, თუმცა აღმოჩნდა, რომ ანგარიში ისეთი პროგრამით იყო გატეხილი, რომ მისი აღდგენა შეუძლებელი გახდა. ამჟამად თამარ კაკაბაძის ოთხი იმეილი, ფეისბუკის სამი ანგარიში და google+ის ანგარიში კიბერდამნაშავის ხელთაა.

ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი, შეშფოთებას გამოვხატავთ ფეისბუქის გვერდის დაუცველობისა და უსაფრთხოების სისტემის გაუმართავობის გამო.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ საჯარო საქმიანობის გამო ადამიანები ფეისბუქის მეშვეობით ანგარიშსწორების მსხვერპლნი ხდებიან.
მიგვაჩნია, რომ დაპირისპირება აშკარად გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს და დაარღვია კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები და თავისუფლებები.

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ფეისბუქის გვერდის უსაფრთხოების გაზრდა. ამასთან, კიბერდამნაშავისაგან მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ანგარიშსწორება და დაუბრუნოს ანგარიში მის მეპატრონეს. ვიყენებთ უკანასკნელ საშუალებას, რათა თავიდან ავიცილოთ ვითარების კიდევ უფრო გამწვავება.

თუ ოთხი დღის განმავლობაში თამარ კაკაბაძეს არ დაუბრუნდება ყველა მიტაცებული ანგარიში, დაზარალებული მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს.

GoPetition respects your privacy.

The ფეისბუქის ანგარიში–ანგარიშსწორების საშუალება petition to facebook.com was written by tako and is in the category Justice at GoPetition.

Petition Tags

facebook Tamar Kakabadze