#Civil Rights
Target:
ქართული სატელევიზიო არხები
Region:
Georgia

რამდენიმე დღეა, ქართული სატელევიზიო არხები ეტაპობრივად ავრცელებენ პატიმართა წამების ამსახველ ვიდეო-მასალას.

მოვითხოვთ, შეწყდეს ქართულ ტელეარხებზე პატიმართა წამების ამსახველი კადრების ნაწილ-ნაწილ ჩვენება და დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სრული ფირი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ საათზე მეტი მოცულობისაა. მივიჩნევთ, რომ

1. წამების ამსახველი მასალების “წვეთ-წვეთ“ მოწოდება სრულიად არაეთიკურია პირველ რიგში პატიმართა ახლობლების მიმართ;

2. ახალ-ახალი კადრების ყოველდღიური “დოზირებული“ ჩვენება დამთრგუნველად მოქმედებს მაყურებლებზე და განსაკუთრებით საზიანოა არასრულწლოვანებისათვის, რამეთუ კადრების ჩვენება ხდება დღის ყველა მონაკვეთში;

3. საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რომ ამგვარი “დოზირებული“ მიწოდებით ის არხები, რომლებიც ძველ და ახალ კადრებს პერმანენტულ რეჟიმში უშვებენ, მიზანმიმართულად ცდილობენ წინასაარჩევნოდ მოქალაქეებში ნეგატიური ემოციების გაღვივებას. რა თქმა უნდა, გამოქვეყნებული კადრების შემზარაობა თავისთავად უმნიშვნელოს ხდის იმ რეალურ საფუძველს, რის გამოც სწორედ წინასაარჩევნო დღეებში მოხდა მათი გამოქვეყნება, მაგრამ მაინც რჩება შთაბეჭდილება, რომ ადგილი აქვს საზოგადოების განწყობებით მანიპულირების მცდელობას.

ვიდეო-მასალების ერთიანი გამოქვეყნება ხელს შეუწყობს საზოგადოებას, სახალხო დამცველის ოფისსა და სხვა კომპეტენტურ ორგანოებს, უფრო სრული სურათი შეექმნათ ფირზე დაფიქსირებული დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ.

The მედია პასუხისმგებლობით მოეკიდოს წამების ამსახველი მასალის გავრცელებას petition to ქართული სატელევიზიო არხები was written by Luka Nakhutsrishvili and is in the category Civil Rights at GoPetition.