- Target:
- President of Georgia, Mayor of Tbilisi, Head of Tbilisi Assembly
- Region:
- Georgia
- Website:
- www.facebook.com
ბოლო პერიოდში, საზოგადოების ინტერესის საგნად იქცა ლ. გუდიაშვილის სახელობის მოედნის შემდგომი ბედის საკითხი. ცნობილი გახდა, რომ ამჟამად, ქ. თბილისის მერია აწარმოებს მოლაპარაკებას ინვესტორთან გუდიაშვილის მოედნზე არსებულ შენობებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, უკვე ტრადიციად ქცეული არასწორი რეაბილიტაციის გამო, არსებობს რეალური საშიშროება, შენობათა ავარიული მდგომარეობის მიზეზით დაიკარგოს თბილისის ერთ-ერთი უძველესი მოედანი და მის გარშემო ჩამოყალიბებული ისტორიული, ურბანული ღირებულების მქონე ქსოვილი.
- რამდენადაც, ჩვენ სათანადოდ ვაფასებთ ინვესტორის სურვილს, წვლილი შეიტანოს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის საქმეში.
- ვინაიდან, ეს მოედანი, რომლის ადგილი და გეგმა შუა საუკუნეებიდანაა შემორჩენილი და ამჟამად XIX საუკუნის მეორე ნახევრის და XX საუკუნის შენობათა ანსამბლს წარმოადგენს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრია ძველი ქალაქისათვის და თბილისის მოქალაქეების თავშეყრის, საყვარელ ადგილს წარმოადგენს.
- ვინაიდან, მისი იერსახე, მიუხედავად ორი უსახური თანამედროვე შენობისა, დღესაც ინარჩუნებს ავთენტურობის მაღალ ხარისხს, როგორც არქიტექტურული, ასევე გეგმარებითი თვალსაზრისით.
მიგვაჩნია, რომ ქალაქ თბილისის მერიამ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელთა ბალანსზეც ირიცხება აღნიშნული შენობები, ქალაქისათვის ისტორიულად ჩამოყალიბებული ურბანული ქსოვილის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საპროექტო დავალების და ინვესტორთან მოლაპარაკების დროს პრიორიტედად უნდა აქციოს შემდეგი საკითხები:
• აღნიშნული თემის მიმართ, საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, უზრუნველყოფილი იყოს გუდიაშვილის მოედნის შემდგომი რეაბილიტაციის საკითხთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილებების გამჭვირვალობა და საჯაროობა.
• საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, შენობათა ისტორიული და კულტურული ღირებულებიდან გამომდინარე, გუდიაშვილის მოედანზე არსებული სახლები ინვესტორს გადაეცეს სიმბოლურ ფასად.
ქალაქის მხრიდან, ამ შეღავათიანი პირობის, სანაცვლოდ ინვესტორმა მოედნის რეაბილიტაციის დროს უზრუნველყოს:
• სარესტავრაციო მეთოდოლოგიის პროცესის სრული დაცვა, ევროპული სტანდარტების შესაბამისად.
• ისტორიულად ჩამოყალიბებული ურბანული ქსოვილის და მისი მასშტაბის შენარჩუნება.
• ზოგადად თბილისისათვის და კერძოდ, გუდიაშვილის მოედნის სახლებისათვის დამახასიათებელი შიდა ეზოების გეგმარების, მიმდებარე ქუჩებისა და ჩიხების შენარჩუნება.
• მხოლოდ მოედნისპირა ფასადების შენარჩუნების და ტრადიციული თბილისური ეზოთა გეგმარების ხელყოფის ხარჯზე, ახალი მოცულობების აგების არ დაშვება.
“ტფილისის ჰამქარს” მიაჩნია, რომ გუდიაშვილის მოედნის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისათვის; შესაბამისად ამ მოედნის განვითარების სხვაგვარი პერსპექტივა, მიუღებელი იქნება, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ექსპერტებისათვის, ასევე საზოგადოებისათვის ნაწილისათვის.
ამდენად, გთხოვთ, გაითვალისწინოთ მოვლენათა განვითარების მოსალოდნელი პერსპექტივა რომელიც შეიძლება მოყვეს გუდიაშვილის მოედნის განვითარების იმგვარ გეგმას, სადაც არ იქნება გათვალისწინებული რესტავრაციის საერთაშორისო პრინციპები, თბილისზე მომუშავე სპეციალისტთა გამოცდილება, პროფესიონალური და სამოქალაქო საზოგადოების აზრი.
ვინც ეთანხმებით აღნიშნულ მიმართვას, გთხოვთ შემოგვიერთდით ხელმოწერით
”ტფილისის ჰამქარი”
You can further help this campaign by sponsoring it
The განცხადება გუდიაშვილის მოედნის შენარჩუნების და გადარჩენის შესახებ petition to President of Georgia, Mayor of Tbilisi, Head of Tbilisi Assembly was written by David Gogishvili and is in the category City & Town Planning at GoPetition.