#Environment
Target:
President, Prime minister, Parliament, , city hall
Region:
Georgia
Website:
www.facebook.com

საქართველოს პრემიერ-მინისტრს
ქ.თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
ქ.თბილისის მერს
საქართველოს გენერალურ პროკურორს

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ 2010 წელს, პირდაპირი მიყიდვის წესით გაასხვისა ყოფილი ფსიქიატრიული კლინიკის
37541 კვ.მ ტერიტორია (ასათიანის ქ. 10), 36 სართულიანი საცხოვრებელი კვარტლის მშენებლობისათვის კომპანია „BD PROPERTY“-ზე.
ტერიტორია ე.წ. „დელისის ფილტვები“, რომელიც წარმოადგენს პარკს სხვადასხვა სახეობის წიწვოვანი ხე-მცენარეებით და ბუჩქნარით,
მათ შორის საერთაშორისო და საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობებით. ასეთი „მძიმეწონიანი“ მშენებლობა, ნარგავების გაჩეხვის გარეშე ვერ განხორციელდება, ისედაც გადატვირთულ საცხოვრებელ კვარტალს ემუქრება არა მარტო ეკოლოგიური კოლაფსი, არამედ სატრანსპორტო, შენობების მიქისქვეშა თუ ზედა კომუნიკაციების მოშლა. საფრთხის ქვეშ დგება მეტროს ფუნქციონირება.
მშენებლობის გაცემის ნებართვით დაირღვა: საქართველოს კონსტიტუციით, ორჰუსის კონვენციით, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქ-მშენებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით მოქალაქეებისათვის მინიჭებული უფლებები.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაბეჯითებით მოვითხოვთ:

1. თბილისის საკრებულომ აღნიშნული ტერიტორია გამოაცხადოს სარეკრიაციო ზონად (უფლებამოსილებიდან გამომდინარე);

2. დაევალოს თბილისის მერიას ადგილმონაცვლეობის პრინციპით დააკმაყოფილოს ტერიტორიის მეპატრონის ინტერესი. გამოიყე-
ნოს თუნდაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფორსმაჟორული სიტუაცია;

3. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოიძიოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ ხელშეკრულების გაფორმების მოტივი,
აუცილებლობა, სამართლიანობა. საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების დაცვის გათვალისწინებით.

GoPetition respects your privacy.

The გადავარჩინოთ ხეები გაჩეხვას! petition to President, Prime minister, Parliament, , city hall was written by giorgi and is in the category Environment at GoPetition.