#Health
Target:
Ministry of Internal Affairs of Georgia
Region:
Georgia

თამბაქოს მავნე ზემოქმედება მსოფლიოში აღიარებული ფაქტია. თუმცა აღნიშნული პეტიცია ემსახურება არა ზოგადად თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლას, არამედ არამწეველების უფლებების დაცვას.

Although the harmful health effects of tobacco are universally acknowledged, this petition focuses on the rights of non-smokers rather than the fight against tobacco use in general.

Sources:

http://tiny.cc/ipmskw
http://tiny.cc/i4mskw
http://tiny.cc/7qmskw
http://tiny.cc/rrmskw
http://tiny.cc/ljytkw

ყოველი ადამიანის პირადი არჩევანია, იქნება თუ არა მწეველი, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით პასიურ მწეველებზე, რადგან მათ სხვის მიერ მოწეული სიგარეტის გამონაბოლქვის სუნთქვა უწევთ. იქ, სადაც არამწეველის უფლებები არ არის დაცული, ფაქტობრივად, არამწეველიც მწეველია. შესაბამისად, მათ ისევე ემუქრებათ თამბაქოსთან ასოცირებული დაავადებები, როგორც თამბაქოს უშუალო მომხმარებელს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მასშტაბით წელიწადში 6 მილიონი ადამიანი კვდება თამბაქოს მიერ გამოწვეული დაავადებების შედეგად. აღნიშნული 6 მილიონიდან კი 600 000 პასიური მწეველია.

საქართველოში სათანადოდ არ აღიქმება პასიური მწეველებისთვის მიყენებული ზიანი. სტატისტიკის მიხედვით პასიური მოწევით გამოწვეული დაავადებების შედეგად საქართველოში ყოველწლიურად 3,000-მდე ადამიანი კვდება (თამბაქოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობის შესწავლა, 2011). დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით თამბაქოს მოიხმარს ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 40%. სამწუხაროდ, მწეველები არც ბავშვების გარემოცვაში იკავებენ თავს. სკოლის ასაკის ბავშვების 93,3 % მწეველთა გარემოცვაში იმყოფება.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ, მისი პრაქტიკაში განხორციელება არ ხდება. მიღებული კანონის მიზანია საქართველოს მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებებისა და სიკვდილიანობის შემცირება. სწორედ ამიტომ აღიარებულია არამწეველთა დაცვის უფლებები თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან და ამ უფლებების დასაცავად დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები.

კანონის მიხედვით, თამბაქოს მოწევა სრულად აკრძალულია საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამედიცინო დაწესებულებებში და ასე შემდეგ. აღნიშნული დაწესებულებების გარდა, თამბაქოს მოხმარება სხვა საჯარო თუ კერძო დაწესებულებების დახურულ შენობა-ნაგებობებსა და მასობრივი თავშეყრის ადგილებშიც იკრძალება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებების ხელმძღვანელები ვერ უზრუნველყოფენ აღნიშნულ ტერიტორიაზე სპეციალური მოსაწევი ადგილის, სულ მცირე, იმ პარამეტრებით გამოყოფას, რომელიც კანონით არის განსაზღვრული.

არსებული შეზღუდვებისა და ჯარიმების მიუხედავად, ხშირია შემთხვევები, როდესაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საჯარო თუ კერძო დაწესებულებებში ხდება თამბაქოს არაკანონიერი მოხმარება. განსაკუთრებით საგანგაშოა ვითარება, როდესაც ეს კანონდარღვევა სხვა დაწესებულებების მსგავსად ბაღებსა და სკოლებში ხდება. ამ შემთხვევაში კანონდარღვევის მსხვერპლი მოზარდის ორგანიზმია.

ვაწერთ ხელს ამ პეტიციას და ვითხოვთ:

• თამბაქოს კონტროლის შესახებ არსებული კანონის თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებას (ფლაერების, ტელევიზიისა და სხვადასხვა საშუალებით).
• არსებული კანონის პრაქტიკაში დანერგვისათვის უფრო ქმედითი ღონისძიებების გატარებას (კონტროლის მექანიზმის შემუშავება/დახვეწა). პირველ რიგში, კონტროლის გამკაცრებას საგანმანათლებლო-სააღმზრდელო (ბაღებსა და სკოლებში) და სამედიცინო დაწესებულებებში.

---------------------------------------------------------------

Choosing to become a smoker is every individual’s personal decision. Although, the same cannot be said about passive smokers since they are involuntarily exposed to second hand smoke. Therefore, in places where non-smokers’ rights are not protected a nonsmoker practically becomes a smoker. Consequently, they face the same tobacco-associated health risks as those who inhale first hand smoke. According to the statistics of WHO (World Health Organization) each year nearly six million people die from tobacco related causes from which more than 600 000 are nonsmokers exposed to second-hand smoke.

The harm inflicted on passive smokers is not fully comprehended in Georgia. According to local statistics up to 3000 people die each year as a result of tobacco-associated health diseases. As reported by the National Center for Disease Control and Public Health, approximately 40% of the adult population smokes. Unfortunately, smokers do not refrain in the presence of children, 93.3% of school aged children are permanently exposed to smoking environments.

Although a Tobacco Control law exists it is not being enforced. The aim of the law is to reduce tobacco related diseases and death in Georgia. That is why non-smokers’ rights to be protected from tobacco smoke exposure are recognized and for this purpose certain restrictions are determined.

According to the law, smoking is fully prohibited in educational-pedagogical institutions, public transport, medical institutions etc. Besides these institutions, if the administration is unable to isolate the smoking territory from the rest of the area (according to the parameters which are determined by law), tobacco use is also prohibited in public or private institutions, closed buildings and public gathering places.

Despite existent restrictions and fines tobacco is still frequently used illegally in public gathering places, public or private institutions. It is particularly alarming when the violation occurs in kindergartens and schools. In which case, the victim is a developing child.

We sign this petition and ask that:

• Information about the exiting Tobacco Control Law is disseminated to the public (using flyers, television and other resources).

• For the existing Tobacco Control Law to be enforced (the establishment/improvement of an enforcement mechanism). Starting with educational-pedagogical institutions (kindergartens and schools) and medical institutions.

GoPetition respects your privacy.

The არამწეველთა უფლებები / Nonsmokers' rights petition to Ministry of Internal Affairs of Georgia was written by Group and is in the category Health at GoPetition.