#Politics
Target:
Politics
Region:
Georgia

temebi1
საქართველოს პრეზიდენტს ბატონ
გიორგი მარგველაშვილს
საქართველოს მოქალაქეების

მიმართვა
მსჯავრდებულთაშეწყალების თაობაზე

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ ხუთი უდანაშაულო ადამიანის - გიზო ღლონტის, ნუგზარ კაიშაურის, გიორგი ლობჟანიძის, დავით წიფურიას და არჩილ ალავიძის უმწიკვლო სამსახური, რომელიც მათ ბრძოლის ველზე და მშვიდობიანი ცხოვრების განმავლობაში გაუწიეს საქართველოს; გაითვალისწინოთ, რომ მათ არანაირი ბრალი არ მიუძღვით ეგრეთ წოდებულ „კაბელების საქმეში“, თუმცა ამ საქმის გამო ჯერ რვა თვე გაატარეს წინასწარ პატიმრობაში, ხოლო ამჟამად მისჯილი აქვთ შვიდწლიანი პატიმრობა. გთხოვთ, გულისხმიერად მოეკიდოთ უსამართლოდ ბრალდებულებისა და მათი ოჯახების ბედს, და აღადგინოთ უხეშად დარღვეული სამართლიანობა.

ბატონო პრეზიდენტო,
საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის #120 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,შეწყალების წესის“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-8 მუხლის თანახმად, მოგმართავთ თხოვნით, რათა სისხლის სამართლის N074200614801 საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 მაისის განაჩენით მსჯავრდებული პირები: გიზო ღლონტი, ნუგზარ კაიშაური, გიორგი ლობჟანიძე, დავით წიფურია და არჩილ ალავიძე შეიწყალოთ - გაათავისუფლოთ ისინი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის მოხდისაგან და მოუხსნათ ნასამართლობა.

GoPetition respects your privacy.

The თავისუფლება ჯარისკაცებს petition to Politics was written by vakookapoo@gmail.com and is in the category Politics at GoPetition.