- Target:
- შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ
- Region:
- Georgia
ჩვენ, თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიის ხარჯვასთან მიბმის შემდეგ, კიდევ ერთხელ აღგვაშფოთა უსამართლო საგადასახადო პოლიტიკამ.
ახლახან, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ მოქალაქეთა სარეგისტრაციო მონაცემები გადასცა შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს. რეესტრმა და წყლის კომპანიამ ნაცვლად იმისა, რომ სამოქალაქო რეესტრის ბაზაზე დაყრდნობით, გადაემოწმებინათ საცხოვრებელ სახლებში რეალურად მცხოვრები აბონენტების რაოდენობა და ჩაესწორებინათ არსებული ცდომილებები, ჩვენ, უბრალო მოქალაქეებს დაგვაკისრეს ეს ტვირთი. უფრო მეტიც, იძულებული ვართ ელექტროენერგიის მოწოდების შეწყვეტის შიშით, გადავიხადოთ წყლის გადასახადი, ჩვენ სახლებში რეგისტრირებული არარსებული ადამიანების ნაცვლად.
ჩვენ კანონმორჩილი მოქალაქეები ვართ და რასაკვირველია, მზად ვართ, წყლის გადასახადი გადავიხადოთ, ოღონდ იმის საფასური, რასაც ჩვენ თვითონ დავხარჯავთ.
მაგალითად: ქალბატონი ელენე კვარაცხელია უმუშევარია და მარტო ცხოვრობს სახლში, თუმცა 24 იანვარს მოსულ ქვითარზე ამოიკითხა, რომ მის სახლში რეგისტრირებული ყოფილა კიდევ 8 ადამიანი. ამათგან ერთი სახლის ყოფილი მესაკუთრეა, დანარჩენები კი მისთვის სრულიად უცნობი პირები არიან.
ქალბატონმა ელენემ 2, 40 ლარის ნაცვლად (რასაც აქამდე იხდიდა), გადაიხადა 21, 60 ლარი. მან სამოქალაქო რეესტრის სამსახურს სასწრაფოდ მოახსნევინა რეგისტრაციიდან ის 8 ადამიანი, მაგრამ იძულებული იყო, გადაეხადა წყლის გადასახადი 21, 60 ლარის სახით, რადგან ელექტროენერგია გაეთიშებოდა 3 თებერვალს.
ქალბატონ ელენეს წარმოდგენა არ აქვს, ეს თანხა უკან როგორ დაიბრუნოს. მისთვის სამართლებრივი მომსახურება ძვირია და უპერსპექტივო. იგივე მდგომარეობაშია ასეულობით ათასი ჩვენი თანამოქალაქე.
ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ იძულებული ვართ, გადავიხადოთ წყლის გადასახადი, არარსებული ადამიანების ნაცვლად, მხოლოდ იმიტომ, რომ სამოქალაქო რეესტრმა და შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა მონაცემების გადამოწმებას გადასახადის დაკისრება ამჯობინეს.
ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი არც წყლის ხარისხზე, არც მრიცხველების დამონტაჟებასა და ირონიაა, მაგრამ არც წყლის მუდმივ მოწოდებაზე გრძნობს პასუხისმგებლობას. თუმცა, ამ სარეგისტრაციო აურზაურის შედეგად, მილიონობით ლარს მიითვისებს ჩვენ მიერ გადახდილი უსამართლო გადასახადის ხარჯზე.
You can further help this campaign by sponsoring it
The არა წყლის უსამართლო გადასახადს petition to შპს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ was written by Tamar Gurchiani and is in the category Justice at GoPetition.