- Target:
- Safe Space
- Region:
- Georgia
- Website:
- www.digomiforest.safespace-tbilisi.com
http://www.digomiforest.safespace-tbilisi.com/
ვისაც გსურთ მხარი დაუჭიროთ პეტიციას და გადავარჩინოთ დიღმის ტყე-პარკი, არ დაალაიქოთ, გახსენით ველი-SING The petition, შეავსეთ მონაცემები და მხოლოდ ამით დაფიქსირდება პეტიციაზე თქვენი ხელმოწერა. შემოგვიერთდით!
გადავარჩინოთ დიღმის ტყე-პარკი
პეტიცია
თბილისში გამწვანების ზოლების, ბაღების, პარკებისა და სკვერების რაოდენობა ბოლო წლებში კატასტროფულად შემცირდა.
2009 წლის 11 სექტემბერს თბილისის საკრებულომ თბილისის მერის მიერ წარმოდგენილი პროექტის საფუძველზე დედაქალაქის პერსპექტიული განვითარები სგენერალურ გეგმაში ცვლილებები შეიტანა და რეკრეაციული ზონების საკმაოდ გრძელი სია საზოგადოებრივ-საქმიან და საცხოვრებელ ზონებად შეიცვალა. საზოგადოებრივ-საქმიან ზონად იქცა დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილიც, რომელსაც დიდი ისტორი ააქვს და უნიკალური ფლორით გამოირჩევა.
მოთხოვნა:
მივმართავთ ქალაქ თბილისის საკრებულოს და მერიას, უმოკლეს ვადაში გამოიყენოს კანონით მინიჭებული ყველა უფლება და აღუდგინოს დიღმის ტყე-პარკის მთელ ტერიტორიას სარეკრიაციო ზონის #1 სტატუსი, რითაც საბოლოოდ წერტილი დაესმება ამ ტერიტორიების გასხვისება-მიტაცების საკითხს, დაიწყება ტყე-პარკის რეაბილიტაცია, დედაქალაქს შეუნარჩუნდება მრავალწლიანი, უნიკალური “მწვანე ფილტვები,” რომელიც ათასობით თბილისელის დასვენებისა და ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს გარანტია.
დიღმის ტყე პარკის მოკლე ისტორია
დიღმის ტყე-პარკი ასრულებს ქალაქის მწვანე ფილტვების როლს და რეკრეაციული, ესთეტიკური და გარემოსდაცვითი მნიშვნელობის გარდა, უნიკალურია ფლორის თვალსაზრისითაც. 7 000 ძირი მცენარე, რომელზეც პასპორტია გახსნილი, 14 დაცულ სახეობას მოიცავს. იზრდება და უკვებუნებრივ პოპულაციებს იძლევა საქართველოს ბიომრავალფეროვნების ისეთი ეტალონური და ფლაგმანი მერქნიანი მცენარეები, როგორიცაა: ძელქვა, ჭალი სმუხა, ბიჭვინთის ფიჭვი, თელა, კაკალი, ხვალო, ჭყორი და მრავალი სხვა. ამ სახეობებს ბუნებისდაცვის მსოფლიოკავშირის (IUSN) კრიტერიუმებით, დაცვის საერთაშორისო სტატუსი აქვს მინიჭებული. მათი უმრავლესობა 2006 წლიდან საქართველოს “წითელნუსხაშია” შეტანილი.
2006 წელს. თბილისის მერიის ურბანული სამსახურის დაკვეთით ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს დიღმის ტყე-პარკში აღმოჩნდა 150 წელს გადაცილებული უნიკალური ხეები, რასაც თბილისისთვის ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ბევრი მათგანი სწორედ მიტაცებული ტერიტორიების სიახლოვესაა და გახმობის რეალური საფრთხე ემუქრება.
დღეს დიღმის ტყე-პარკი სერიოზული საფრთხეების წინაშეა. ერთის მხრივ, ხელისუფლება არ დგამს ნაბიჯებს, რათა ტყე-პარკს და უბრუნოს უკანონოდ მიტაცებული მიწები. რეკრეაციული ზონის მთელი ტერიტორია დაყოფილია კერძო ნაკვეთებად და ოფიციალური აკრძალვის მიუხედავად, მუდმივი ვაჭრობის საგნად რჩება.
აღსანიშნავია, ისიც რომ ტყე-პარკის მოვლისთვის ხელისუფლება წლიდან წლამდე მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს, მათ შორის, პასპორტიზაცია, ინვენტარიზაცია, ნიადაგის გამოკვლევა. თუმცა ბოლო სამი წლის მანძილზე ხეებს სხლავენ და წამლიან, ამავდროულად, ტყე-პარკის მომავლის საკითხი კვლავ არ არის გადაწყვეტილი.
პრობლემას ტყე-პარკში შექმნილი მძიმე სანიტარული, ეკოლოგიური და სტრუქტურულ-ფუნქციონალური მდგომარეობაც ამძიმებს. ტყე-პარკში მომატებულია მერქნიან მცენარეთა ხმობის ფაქტები, რაც მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის დასკვნით, სარწყავი და სანიაღვრე სისტემის გაუმართავობითაა გამოწვეული. დაუმთავრებელი სარწყავი სისტემის არხები წვიმისა და კომუნალური წყლით ივსება და ფაქტობრივად, აღარც შრება.
ამასთან, ტყე-პარკის ტერიტორიაზე, დასავლეთ პერიმეტრზე შემოჭრილი ობიექტები მუდმივად ცდილობენ შემოღობილი ტერიტორიების გაფართოვებას, მშენებლობი სუფლების მიღებას დატყე-პარკი ნაწილის მითვისებას.
***
1934 წ. - თბილისის საბაზისო სანერგისთვის 75ჰექტარი ტერიტორია გამოიყო (დღეისათვის ამ ტერიტორიიდან მხოლოდ 20,5 ჰექტარია დარჩენილი).
1995 წ. - თბილისის მუნიციპალიტეტი სკაბინეტის 12.46.512 დადგენილებით, დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიის დიდი ნაწილი კულტურისა და დასვენების პარკის მოსაწყობად შპს “სანს” დაუმაგრდა.
1997 წ. - დიღმის მრავალფუნქციური პარკის გენერალური გეგმა თბილისის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმდა. ამ გეგმის მიხედვით, პარკის ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი ცენტრი, ატრაქციონები, საბავშვო მაღაზიები, კორტები, მოზარდთა კლუბები, საცურაო აუზი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი და სხვა ობიექტები უნდა აშენებულიყო.
1998 წ. 17 ივლისი - საქართველოს პარლამენტმა მიიღო და დგენილება გამწვანების ზოლების, პარკების, ბაღებისა და სკვერების დაცვის შესახებ. ამ დადგენილებით საგანგებოდ აიკრძალა ტერიტორიების გასხვისება გამწვანების ზოლების საზღვრებში და მათ მიმდებარეტე რიტორიაზე.
1999 წ. 6 იანვარი - მიწის მართვის დეპარტამენტმა დიღმისტყე-პარკის ტერიტორია შპს “სანს” საკუთრებაში უპირობოდ გადასცა და რომელმაც მისი ნაწილ-ნაწილ გასხვისება დაიწყო. თვითნებურად დაეპატრონენ ტყე-პარკის ტერიტორიაზე არსებულ მოსწავლე-ახალგაზრდობის მიტოვებულ შენობასაც. საქართველოს სამხედრო გზის მხრიდან პარკის ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგურები, სამრეცხაოები, მაღაზიები, სასადილო და ავტოფარეხი აშენდა.
2003 წ. 5 ივნისი - თბილისის საკრებულოს დადგენილებით, მიწის მართვის დეპარტამენტს და საჯარო რეესტრს ტყე-პარკის ტერიტორიის მიწის ნაკვეთებზე საჭირო დოკუმენტაციის გაცემა და მათი საჯარო რეესტრში გატარება აეკრძალათ.
2006 წ. 31 მარტი - თბილისის საკრებულოს დადგენილებით, ტყე-პარკის ტერიტორიას განესაზღვრა სტატუსი და საზღვრები. თუმცა, ისევ ღიად დარჩა ერთ-ერთი მთავარი _ უკანონო მესაკუთრეების პრობლემა.
2007 წ. 28 თებერვალი - ქალაქ თბილისის საკრებულოს #16 გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მთავრობას დაევალა „დიღმის ტყე-პარკში დადგენილ საზღვრებში 20,5 ჰაფართობზე მწვანე საფარის შესანარჩუნებლად და აღსადგენად ლანდშაფტის გეგმის შემუშავება და ამ მიზნითდენდრო-პროექტის მომზადება; საირიგაციო და სანიაღვრე სისტემის გეგმის შემუშავება და მოწყობა“.
2007-2009 წწ. - ტყე-პარკის მოვლის დ არეაბილიტაციისთვის დაფინანსდა მნიშვნელოვანი სამუშაოები.
2009 წწ. დამტკიცდა ქალაქის გენერალურიგეგმა, რომლითაც ტერიტორია განისაზღვრა, როგორც სარეკრიაციოზონა # 1 ფართობი 20,5ჰ
2009 წ. 15 ივლისი - დიღმის მოსახლეობამ ქალაქ თბილისის მერსა დასაკრებულოს თავმჯდომარეს ოფიციალურად მიმართა და დიღმის ტყე-პარკის შენარჩუნება მოითხოვა. წერილს ხელს დიღმის 200 მაცხოვრებელი აწერდა.
2009 წ. 11 სექტემბერი - თბილისის საკრებულომ, თბილისის მერის მიერ წარმოდგენილი პროექტის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება ტყე-პარკის სტატუსის შეცვლის შესახებ. სარეკრეაციო ზონა საზოგადოებრივ-საქმიან ზონად გადააკეთეს. იგივე ბედი ეწია თბილისის 20-ზემეტ სარეკრეაციო ზონას, სადაც ახლო ხანში განაშენიანების პროექტები განხორციელდება.
ააიპ“ უსაფრთხო სივრცე“ - ანა გაბრიაძე
„კავკასიური სახლი“ - ნაირა გელაშვილი
„ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“-თამარ ჩუგოშვილი
„მწვანე ალტერნატივა“ - მანანა ქოჩლაძე
CENN-ნანა ჯანაშია
"მონიტორი" – ნანა ბიგანიშვილი
You can further help this campaign by sponsoring it
The Save Digomi Forest Park petition to Safe Space was written by Safe Space and is in the category Environment at GoPetition.